დაბადების თარიღი: 09 ოქტომბერი 1978 განათლება: 2000 წელსდაწე...
დაბადების თარიღი: 28 ოქტომბერი 1955 განათლება: 1977 წელიდაწე...
დაბადების თარიღი: 14 მაისი 1977 განათლება: 1999 წელიდაწესებუ...
დაბადების თარიღი: 05 აპრილი 1990 განათლება:2013 წელიდაწესებულება: ივა...
ყოველდღიურად, მსოფლიოში, ადამიანები ჯამურად 16 მილიარდ საათს ხარჯავენ...
მთელ მსოფლიოში ქალები მინიმუმ ორჯერ და მაქსიმუმ ათჯერ მეტ დროს ატარებე...
წინამდებარე სახელმძღვანელო მომზადებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ...
ნაშრომი მომზადებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდ...
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ოთხი კედელი იქცეოდა ჩემთვის ფემი...
თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროში, რომელიც მუდმივად ვითარდება, ქალისა...
„საავადმყოფოში ვიწექი, ვფიქრობდი ყველა იმ ქალზე, რომლებიც ჩემ გამო კიბ...
უსაფრთხო დამხმარე და გამაძლიერებელი ადგილი ყველასთვის
დოკუმენტი წარმოადგენს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ანგარიშს ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში გენდერული თანასწორობის მიმართულებით ქვეყნის მიერ ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ. დოკუმენტი მომზადდა სსიპ პარლამენტის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით. მისი მიზანია, უზრუნველყოს ინსტიტუციური მეხსიერების განვითარება გენდერული თანასწო- რობის, ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობის გაძლიერების, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ცნობი- ერების ამაღლებისა თუ გენდერული მეინსტრიმინგის მექანიზმების შესახებ.
წინამდებარე პუბლიკაცია გამოცემულია გაეროს ერთობლივი პროექტის “გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში” ფარგლებში. პროექტი, რომელიც 2006-11 წლებში განხორციელდა, წარმოადგენდა საქართველოში მოქმედი გაეროს სააგენტოების - გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს ქალთა ფონდის (UN Women), გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) და საქართველოში გაეროს მუდმივი და ჰუმანიტარული კოორდინატორის ოფისის (UN RC Office) პირველ ერთობლივ ინიციატივას. აღნიშნული ინიციატივის განმახორციელებელი სააგენტო იყო გაეროს მოსახლეობის ფონდი, რომელმაც უზრუნველყო კოორდინაცია და პროგრამული და ფინანსური მართვა.
დოკუმენტის მიზანია, ლგბტ+ ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობისა და პრაქტიკის სიღრმისეული შესწავლა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ( საფუძველზე დისკრიმინაციისა და ჰომო/ტრანსფობიურ დანაშაულთან დაკავშირებული საკანონმდებლო გარემოს, მათი განხორციელებისა და მონიტორინგის ინსტრუმენტების ეფექტიანობის ანალიზი, შეფასება და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება საკანონმდებლო ჩარჩოსა და დე ფაქტო მდგომარეობებს შორის განსხვავების შემცირების მიზნით.
წინამდებარე კვლევა, საქართველოში მცხოვრები არადომინანტი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ქალებისა და გოგოების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მდგომარეობის შესწავლის, საკვანძო საკითხების გამოკვეთის და სახელმწიფო უწყებებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების პირველი მცდელობაა.
საქართველოში ბავშვთა და ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხი ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ამგვარი პრაქტიკის ფართოდ გავრცელების მიუხედავად, საზოგადოების აღქმაში, ის, ხშირად, სტერეოტიპულად უკავშირდება ქვემო ქართლის რეგიონს და საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების თემებს.
უნდა ითქვას, რომ როგორც მთელ საქართველოში, ისე საქართველოს აზერბაიჯანულ თემშიც, ადრეულ ასაკში ქორწინების მავნე პრაქტიკას მრავალი მიზეზი და სიღრმისეული საფუძველი აქვს. თუმცა მეინსტრიმული ნარატივი არადომინანტურ ეთნიკურ და რელიგიურ თემში არსებულ ამ პრაქტიკას ხშირად ამ ჯგუფების ტრადიციით, კულტურით, „ჩამორჩენილობით“, ან/და რელიგიური პრაქტიკებით ხსნის. სინამდვილეში კი, ამგვარი პრაქტიკების სიღრმისეული საფუძველი, შესაძლოა იყოს ისეთი საკითხები, როგორიცაა სისტემური დისკრიმინაცია, არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი ქალების „რასიალიზება“, რეგიონებში არსებული სოციალურ- ეკონომიკური გამოწვევები და სიღარიბე, სახელმწიფო უწყებების მიერ მოქალაქეების დაცვის და მათზე ზრუნვის სუსტი პრაქტიკები და პოლიტიკური დღის წესრიგში ამ საკითხების აუსახველობა.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ლგბტ+ ჯგუფის უფლებრივი მდგომარეობის კუთხით გარკვეული გაუმჯობესება შეინიშნება. წინა წლებისგან განსხვავებით, სახელმწიფომ ასე თუ ისე გააძლიერა თანამშრობლობა არასამთავრობო/სათემო ორგანიზაციებთან, რაც გამოიხატებოდა ლგბტ+ პირთა საჭიროებების ნაწილის ასახვით ქვეყნის სამთავრობო პოლიტიკის დოკუმენტებში, კერძოდ, ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმებში. ცვლილებები განიცადა საკანონმდებლო გარემომაც, რომელმაც კანონის დონეზე ლგბტ+ ჯგუფი შესაბამისი უფლებებით აღჭურვა.თუმცა ეს ღონისძიებები, მეტწილად, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან დადგენილი ვალდებულებების შესრულებით იყო განპირობებული, მათ შორის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფით, და არა რეალური საჭიროებების გააზრებით შექმნილი პოლიტიკით.
წინამდებარე დოკუმენტი არის სპეციალური ანგარიში, რომელიც 2020 წლის ივლისიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის, „სახალხო დამცველის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვზე სექსუალური ძალადობის საქმეების მონიტორინგის მიზნით“, ფარგლებში, არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლოატაციის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელების კვლევისა და მონიტორინგის შედეგებს ასახავს.
სახელმწიფოთა მიერ ლგბტ+ ადამიანთა უფლებების დაცვისა და თანასწორობის უზრუნველყოფის ეფექტიანად განსახორციელებლად ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო და რეგიონული ინსტრუმენტები ერთგვარ სახელმძღვანელო და სტანდარტის დამდგენ როლს ასრულებენ. ეს ინსტრუმენტები ადგენენ ადამიანის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანთა მიერ ფუნდამენტური და უნივერსალური უფლებებით თანასწორად სარგებლობას, მათი ღირსების პატივისცემასა და სახელმწიფოებრივ პოლიტიკაში მათ დემოკრატიულ მონაწილეობას. ამ მინიმალური სტანდარტების უზრუნველყოფა ეროვნულ დონეზე სახელმწიფოთა პირდაპირი ვალდებულება და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საფუძველია. შესაბამისად, სახელმწიფოები ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების მიერ შექმნილ დოკუმენტებზე მიერთებით აღიარებენ ამ უფლებათა უზრუნველყოფის აუცილებლობასა და მათ ეფექტიან განხორციელებას.
საქართველოს სახალხო დამცველის წინამდებარე ანგარიში მომზადებულია საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 163-ე მუხლის შესაბამისად. ანგარიშში წარმოდგენილია 2020 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, მიმოხილულია სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების/წინადადებების შესრულების მდგომარეობა. საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2020 წელს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში მასში გაანალიზებულია ის პრობლემებიც, რომლებიც მანამდე წარმოიშვა და საანგარიშო პერიოდშიც გაგრძელდა.
2020 წელს, პანდემიამ სახალხო დამცველის აპარატი ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. დისტანციურ რეჟიმში მუშაობამ საწყის ეტაპზე არაერთი ლოჯისტიკური და ტექნიკური პრობლემა წარმოქმნა. თუმცა, აპარატმა მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადაში მოახერხა სრულფასოვანი ადაპტაცია და პრაქტიკულად, მნიშვნელოვანი შეფერხების გარეშე განაგრძო საქმიანობა. მათ შორის, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაბამისი სამედიცინო ეკიპირების თანხლებით, გაგრძელდა სისტემატური ვიზიტები დახურულ დაწესებულებებში.
გენდერული თანასწორობის ტრანსფორმაციული მიზნის მიღწევა სახელმწიფოს მიერ კარგად დაგეგმილი, სისტემური და კომპლექსური ღონისძიებების ურთიერთქმედებით არის შესაძლებელი. ქალთა უფლებების დაცვისა და მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სახელმწიფოს ინსტიტუციური მექანიზმები ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ. მათი გამართული მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქალთა უფლებების რეალიზებისთვის საზოგადოებრივი და კერძო ცხოვრების ყველა სფეროში. ამის მისაღწევად, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ეროვნული გენდერული თანასწორობის მექანიზმების სტრუქტურას, რაც გულისხმობს ამ მექანიზმთა შექმნას ხელისუფლების ორგანოების მაღალ სტრუქტურულ საფეხურზე, რესურსებით აღჭურვას და ეფექტინი მუშაობის ხელშეწყობას, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას და მათ შესაძლებლობას, გავლენა მოახდინონ სახელმწიფო ხელისუფლების პოლიტიკის ყველა მიმართულებისა და პროგრამების განვითარება/ჩამოყალიბებაზე.
2020 წელი, ქალების უსაფრთხოებისა და მშვიდობის საკითხების მნიშვნელობისა და ანალიზისათვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან 20 წელი შესრულდა, მას შემდეგ, რაც გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია 13251 რომლის მიხედვითაც, ქალები გლობალური უსაფრთხოებისა და სამშვიდობო პოლიტიკის წინა ხაზზე დგანან.
აღნიშნული რეზოლუცია, მისი თანმდევი რეზოლუციები2 და მათგან გამომდინარე ეროვნული სამოქმედო გეგმები, სხვადასხვა ქვეყანაში (და მათ შორის, საქართველოშიც, 2011 წლიდან)3 დიპლომატიურ და განვითარების სტრატეგიებში ქალთა აქტივიზმისა და ქალთა საკითხების ადვოკატირების მნიშვნელობას უსვამს ხაზს, ითხოვს კონფლიქტით გამოწვეული კრიზისების გენდერულ ანალიზს და მოუწოდებს სახელმწიფოებს, დაგეგმონ და განახორციელონ პროგრამები, კონფლიქტით დაზარალებული ქალების საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, რათა, შესაძლებელი გახდეს ქალების სისტემური ჩართვა სამშვიდობო პროცესებსა და მოლაპარაკებებში, ძალადობრივი კონფლიქტების გადაფასება, ხელახალი სახელდება და სამშვიდობო პოლიტიკის წარმართვა ქალთა პერსპექტივიდან.
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის უმთავრესი მიზეზი სოციალურ რეალობაში ღრმად ფესვგადგმული სტრუქტურული და სისტემური უთანასწორობა, ქალის საზოგადოებრივი და სოციალური როლისა და ფუნქციის მიმართ სტერეოტიპული და სტიგმატიზებული დამოკიდებულება და სხვა გარემო ფაქტორებია. ამასთანავე, ქალთა მიმართ ძალადობა ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმია, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ კაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა.