ძვირფასო სტუმარო,
რადგან ამ მიმართვას კითხულობ, ესე იგი, ჩვენი ელექტრონული ბიბლიოთეკით დაინტერესდი და, რაც მთავარია, გენდერული თანასწორობის იდეა შენთვისაც მნიშვნელოვანია.
ამას ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ და მადლობა, რომ შემოგვიერთდი.
პროგრესი და მდგრადი განვითარება გენდერული თანასწორობის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედაც რომ ქალების გაძლიერება და თანასწორობის მიღწევაა.
ამ პრიორიტეტის განხორციელების პროცესში კი პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო, რომელიც ქვეყანაში გენდერის საკითხებზე ერთ-ერთი მთავარი აქტორია, დიდ სამუშაოს ასრულებს.
საბჭოს ინიციატივით არა ერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო თუ პროგრამული საკითხი უკვე წარმატებით დაინერგა, თუმცა, ჩვენ იმავე შემართებითა და დიდი ინტერესით ვაგრძელებთ თანამედროვე, პროგრესული იდეების მხარდაჭერასა და განხორციელებას.
ამ ელექტრონული ბიბლიოთეკის მეშვეობით კი თავს მოვუყრით გენდერული თანასწორობის თემაზე არებულ ყველა მნიშვნელოვან კვლევას, დოკუმენტსა და ინფორმაციას, რაც ამ საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის თუ ორგანიზაციებისთვის შექმნის ინფორმატიულ, სანდო და მუდმივად განახლებად ციფრულ ბაზას.
მსურს, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს პარტნიორს ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნაში შეტანილი წვლილისთვის და გამოვთქვა იმედი, რომ აღნიშნული ინიციატივა თავის წვლილს შეიტანს არსებითი თანასწორობის მიღწევის საქმეში.
— ნინო წილოსანი, საბჭოს ხელმძღვანელი