ლგბტ+ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების მიმოხილვა
ანოტაცია
სახელმწიფოთა მიერ ლგბტ+ ადამიანთა უფლებების დაცვისა და თანასწორობის უზრუნველყოფის ეფექტიანად განსახორციელებლად ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო და რეგიონული ინსტრუმენტები ერთგვარ სახელმძღვანელო და სტანდარტის დამდგენ როლს ასრულებენ. ეს ინსტრუმენტები ადგენენ ადამიანის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანთა მიერ ფუნდამენტური და უნივერსალური უფლებებით თანასწორად სარგებლობას, მათი ღირსების პატივისცემასა და სახელმწიფოებრივ პოლიტიკაში მათ დემოკრატიულ მონაწილეობას. ამ მინიმალური სტანდარტების უზრუნველყოფა ეროვნულ დონეზე სახელმწიფოთა პირდაპირი ვალდებულება და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საფუძველია. შესაბამისად, სახელმწიფოები ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების მიერ შექმნილ დოკუმენტებზე მიერთებით აღიარებენ ამ უფლებათა უზრუნველყოფის აუცილებლობასა და მათ ეფექტიან განხორციელებას.
-
წიგნის სათაურილგბტ+ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების მიმოხილვა
-
ავტორილიკა ჯალაღანია
-
გამომცმელობასაქართველოს სახალხო დამცველი
-
გამოცემის თარიღი2021-06-23
-
გვერდები36
-
გადმოწერები4