დაბადების თარიღი: 09 ოქტომბერი 1978 განათლება: 2000 წელსდაწე...
დაბადების თარიღი: 28 ოქტომბერი 1955 განათლება: 1977 წელიდაწე...
დაბადების თარიღი: 14 მაისი 1977 განათლება: 1999 წელიდაწესებუ...
დაბადების თარიღი: 05 აპრილი 1990 განათლება:2013 წელიდაწესებულება: ივა...
ყოველდღიურად, მსოფლიოში, ადამიანები ჯამურად 16 მილიარდ საათს ხარჯავენ...
მთელ მსოფლიოში ქალები მინიმუმ ორჯერ და მაქსიმუმ ათჯერ მეტ დროს ატარებე...
წინამდებარე სახელმძღვანელო მომზადებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ...
ნაშრომი მომზადებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდ...
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ოთხი კედელი იქცეოდა ჩემთვის ფემი...
თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროში, რომელიც მუდმივად ვითარდება, ქალისა...
„საავადმყოფოში ვიწექი, ვფიქრობდი ყველა იმ ქალზე, რომლებიც ჩემ გამო კიბ...
უსაფრთხო დამხმარე და გამაძლიერებელი ადგილი ყველასთვის
თავისუფალი გადაადგილება ეკონომიკური განვითარების, კეთილდღეობის და სერვისებზე წვდომის მთავარი წინაპირობაა. ყოველდღიური გადაადგილების საჭიროებები, გადაადგილების საშუალებების არჩევანი, ტრანსპორტის გამოყენების სიხშირე და მიზნობრიობა1 განსხვავებული გენდერული იდენტობების მქონე ადამიანებისათვის სხვადასხვაა.
პატრიარქალურ საზოგადოებაში მობილობა, გადაადგილება და საჯარო სივრცეებზე წვდომა - უმეტესწილად კაცების პრივილეგიაა. გენდერული ძალადობის და უთანასწორობის ერთ-ერთი გამოვლინება მობილობის საშუალებებზე წვდომის არქონა ან/და თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვაა. გადაადგილების თავისებურებები, თავის მხრივ, განაპირობებს საჯარო სივრცეებზე წვდომის განსხვავებულ მაჩვენებელს, კვლავ აწარმოებს გენდერულ როლებს და სტრუქტურულ ბარიერებს.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სტამბოლის კონვენციის მე-16 მუხლი წევრი სახელმწიფოებისთვის აწესებს მოთხოვნას და ავალდებულებს მათ, განახორციელონ ინვესტირება ოჯახში მოძალადე პირებისადმი მიმართულ პროგრამებში. პროგრამები უნდა ფოკუსირდებოდეს მოძალადის მიერ არაძალადობრივი ქცევის დასწავლაზე, რაც სამომავლოდ გამოიწვევს ძალადობრივი ქცევის სტრუქტურის ცვლილებას და მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს ძალადობის პრევენციაზე.
წლების განმავლობაში, ქალებს ყოველდღიურ ცხოვრებაში უწევდათ სხვადასხვა როლის შეთავსება – დედის, ოჯახების მარჩენლის, მშრომელის და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს როლები ყოველთვის მიიჩნეოდა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად, ისინი იშვიათად იქცევდა ყურადღებას საჯარო დისკურსში. ქალებს ხშირად უწევთ სხვადასხვა სამუშაოს ერთდროულად კეთება და, ამავე დროს, სრულყოფილი დედის, მეუღლისა და მშრომელის საჯარო იმიჯის შენარჩუნება. გლობალურმა პანდემიამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა ოჯახში, ეკონომიკურ ცხოვრებასა და, ზოგადად, ყოველდღიურ ცხოვრებაში გენდერული როლების გადანაწილების მნიშვნელობა. მართალია, დრო იცვლება, თუმცა გამოწვევები მსგავსია – ქალების როლი საზოგადოების ფუნქციონირებაში კვლავ უხილავი რჩება.
ეს სახელმძღვანელო ეხება გენდერული ანალიზის გამოყენებას საჯარო პოლიტიკის შემუშავების პროცესში. კერძოდ, ის დეტალურად აღწერს გენდერული გავლენის შეფასების ოთხსაფეხურიან მეთოდოლოგიას, რომლის პილოტირებაც განახორციელა საქართველოს პარლამენტის აპარატმა 2017 წელს. გენდერული გავლენის შეფასების პილოტირებისთვის შეირჩა ორი საკანონმდებლო ინიციატივა: 1) შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები და 2) ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკანონმდებლო პაკეტი. ეს სახელმძღვანელო განკუთვნილია პოლიტიკოსების, საჯარო მოხელეების, ანალიტიკოსების და ყველა იმ პირისთვის, ვინც მონაწილეობს პოლიტიკის შემუშავების პროცესში. სახელმძღვანელო ასევე სასარგებლოა მათთვის, მაგალითად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, ვისაც აინტერესებს, თუ როგორ აისახება გენდერული თანასწორობის საკითხები პოლიტიკასა და საკანონმდებლო სივრცეში.
პროექტი „გენდერული თანასწორობისა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მხარდაჭერა საქართველოში“ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის და მისი საერთო ამოცანაა გააძლიეროს მხარდაჭერა გენდერული თანასწორობისა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სფეროში. პროექტი ხორციელდება 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის ივლისამდე, 17 თვის განმავლობაში.
წინამდებარე ანგარიში კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის როგორც საქართველოს პარლამენტს, ისე საზოგადოებას, გენდერული თანასწორობისა სფეროში არსებული საკანონმდებლო ხარვეზების შესახებ.
მასში მიმოხილულია 2017-2021 წლებში მიღებული კანონები და პოლიტიკის დოკუმენტები, რომელთა მიზანია ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური მონაწილეობის ხელშეწყობა, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოფხვრა და ქალთა უფლებების დაცვა როგორც შრომის ბაზარზე, ისე ჯანდაცვის, საჯარო რეგისტრაციისა და სხვა სფეროებში. ანგარიშის მიგნებები ხელს შეუწყობს გენდერულად სენსიტიური პოლიტიკის შემუშავებას და არსებული ხარვეზების გამოსწორებას.
ანგარიშის მომზადდა საქართველოს პარლამენტის მიერ საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით. მათ შორისაა გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში; ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI); დიდი ბრიტანეთის მთავრობა; და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მეშვეობით.
დოკუმენტი ეყრდნობა 2018 წელს ჩატარებულ ანალოგიურ კვლევას, რომელშიც შეფასებულია საქართველოს კანონმდებლობისა და პოლიტიკის შესაბამისობა გენდერული თანასწორობის პრინციპებთან და მოყვანილია რეკომენდაციები გასატარებელი რეფორმების თაობაზე.
წინამდებარე პუბლიკაცია შექმნილია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის, პროდუქციის მიმართ ინტერესის გაზრდის, ახალი ბიზნეს კავშირების დამყარებისა და რეგიონებში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობისთვის.
კატალოგი წარმოადგენს გურიის, ქვემო ქართლის, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მეწარმეებისა და მათ მიერ წარმოებული გამორჩეული პროდუქციის ჩამონათვალს, აღწერასა და საკონტაქტო ინფორმაციას.
კატალოგი მომზადებულია პროექტის „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელშეწყობით.
საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სიტუაციური ანალიზი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოს გაეროს შესაბამისი კონვენციის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაში.
დოკუმენტში გაანალიზებულია ვრცელი სამაგიდო კვლევის, ინტერვიუებისა და ფოკუს-ჯგუფების შედეგები, ნაჩვენებია შეზღუდული შესაძლებლობის პოლიტიკისა და პრაქტიკის კრიტიკული ხარვეზები და წარმოდგენილია რეკომენდაციები შესაბამისი პროგრამებისა და ინიციატივების განხორციელებისთვის.
ანგარიში შექმნილია გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების პარტნიორობის მრავალ-პარტნიორული ნდობის ფონდის (UNPRPD MPTF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.
წინამდებარე პუბლიკაცია წარმოადგენს მოქალაქეთა კმაყოფილების კვლევას საქართველოში მუნიციპალიტეტების მიერ მიწოდებული სერვისებით. დოკუმენტი ერთერთია იმ ხუთი რაუნდის კვლევებიდან, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის/UNDP დაკვეთით 2013-2021 წლებში ჩატარდა და კვლევის მეხუთე რაუნდის შედეგებს მოიცავს.
გამოკითხვის შედეგები წარმოდგენილია თემატურად და შეეხება ისეთ სერვიცებს, როგორებიცაა განათლება, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები, რეკრეაცია, კომუნალური და საგზაო ინფრასტრუქტურა, მუნიციპალიტეტების საქმიანობის ზოგადი შეფასება და ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა.
კვლევა მომზადებულია გაეროს განვითრების პროგრამის/UNDP, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს/SDC, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა/ADC და საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით.
წინამდებარე კვლევა აფასებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების განწყობას საპატრულო პოლიციის და გადაუდებელი დახმარების ცხელი ხაზის, 112-ის მიერ გაწეული სერვისების ეფექტურობას და კოვიდ-19-ის გავრცელების შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებს. კვლევა ჩატარდა 2020 წლის მარტი-ივნისის პერიოდში.
კვლევაში გამოყენებულია რაოდენობრივი გამოკითხვის მეთოდი, რომელსაც საფუძვლად დაედო ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 103 ქალის სატელეფონო ინტერვიუ თბილისსა და რეგიონებიდან. კვლევის თვისებრივი ნაწილი ეფუძნება ფოკუს ჯგუფების შედეგებს, რომლებშიც მონაწილეობდა ათი იურისტი და ათი პოლიციელი, და თხუთმეტი სიღრმისეული ინტერვიუს მონაცემებს არასამთავრობო ორგანიზაციების (საფარი, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია) ბენეფიციარებთან.
ძირითადი მიგნებები:
კვლევა მომზადებულია ორგანიზაციის „საფარი“ მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის ხელშეწყობით.
ანგარიშში თავმოყრილია 2020 წლის ოქტომბერში ჩატარებული კვლევის ძირითადი მიგნებები COVID-19 პანდემიის ზეგავლენის შესახებ საქართველოში მცხოვრებ ქალებსა და კაცებზე.
წინამდებარე კვლევის შედეგები შედარებულია 2020 წლის მაისში ჩატარებული მსგავსი გამოკითხვის მიგნებებს.
კვლევა მომზადდა გაეროს სამი სააგენტოს - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ინიციატივით, შვედეთისა და ნორვეგიის მთავრობების ხელშეწყობით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ (CRRC) მიერ.
წინამდებარე ანალიტიკურ ნაშრომში შეფასებულია საქართველოში არსებული ფორმალური და არაფორმალური დასაქმების სექტორების სპეციფიკა და მათზე პანდემიით გამოწვეული კრიზისის შესაძლო შედეგები.
დოკუმენტი მომზადდა 2020 წლის ივნისსა და ივლისში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ ნორვეგიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.