დაბადების თარიღი: 09 ოქტომბერი 1978 განათლება: 2000 წელსდაწე...
დაბადების თარიღი: 28 ოქტომბერი 1955 განათლება: 1977 წელიდაწე...
დაბადების თარიღი: 14 მაისი 1977 განათლება: 1999 წელიდაწესებუ...
დაბადების თარიღი: 05 აპრილი 1990 განათლება:2013 წელიდაწესებულება: ივა...
ყოველდღიურად, მსოფლიოში, ადამიანები ჯამურად 16 მილიარდ საათს ხარჯავენ...
მთელ მსოფლიოში ქალები მინიმუმ ორჯერ და მაქსიმუმ ათჯერ მეტ დროს ატარებე...
წინამდებარე სახელმძღვანელო მომზადებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ...
ნაშრომი მომზადებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდ...
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ოთხი კედელი იქცეოდა ჩემთვის ფემი...
თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროში, რომელიც მუდმივად ვითარდება, ქალისა...
„საავადმყოფოში ვიწექი, ვფიქრობდი ყველა იმ ქალზე, რომლებიც ჩემ გამო კიბ...
უსაფრთხო დამხმარე და გამაძლიერებელი ადგილი ყველასთვის
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს გაერთიანებული ერების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ადვილად გასაგებ ილუსტრირებულ ვერსიას.
გამოცემა მომზადდა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ფონდის ხელშეწყობით.
წინამდებარე კვლევა შეისწავლის საქართველოს სოციალურ გარემოს, სადაც დიდი ყურადღება ეთმობა საზოგადოების დამოკიდებულებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ შვიდი მიმართულებით - ინფორმირებულობა, სტიგმა და სტერეოტიპები, განათლება, დასაქმება, უფლებები და პრივილეგიები, ძირითადი საჭიროებები და სოციალური ინტეგრაცია, და სახელმწიფო პოლიტიკა.
კვლევა ჩაატარა ქართულმა კვლევითმა კომპანიამ „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი“ (ISSA) 2019-2020 წლებში.
კვლევა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით განხორციელდა გაეროს ექვსი სააგენტოს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური დაცვის გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა. მისი ბიუჯეტი 2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს United Nation’s Fund for Sustainable Development Goals-ის ხელმისაწვდომი რესურსის გათვალისწინებით.
ანგარიშში მოცემულია კვლევის: „კარიერა საჯარო სამსახურში და გენდერული თანასწორობა“ ფარგლებში, ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მკვლევრების მიერ შეგროვებული თვისებრივი და რაოდენობრივი სოციოლოგიური ინფორმაციის ანალიზის შედეგად გაკეთებული ინტერპრეტაციები და თეორიული მიგნებები. აღნიშნული კვლევის მიზანს საჯარო სამსახურში გენდერული უთანასწორობის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს. შესაბამისად, კვლევის მთავარი ამოცანა საჯარო სამსახურში კარიერის დაწყებიდან მიღწეულ პოზიციამდე ქალი და კაცი მენეჯერების მიერ განვლილი გზის შესწავლა და იმ განსხვავებების გამომჟღავნება იყო, რომელიც საჯარო სამსახურებში გენდერულ უთანასწორობას უწყობს ხელს. კვლევის განმავლობაში ინფორმაცია რაოდენობრივი მეთოდოლოგიის, ონლაინ ანკეტირების მეთოდისა და თვისებრივი მეთოდოლოგიის, ფოკუს-ჯგუფისა და სიღრმისეული ინტერვიუს მეთოდების გამოყენებით შეგროვდა. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს დახმარებით რაოდენობრივ ონლაინ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1010-მა საჯარო მოხელემ (676 ქალი და 334 კაცი). სიღრმისეული ინტერვიუ ჩატარდა 26 პირველი და მეორე რანგის საჯარო მოხელესთან (15 ქალი და 11 კაცი). ფოკუს-ჯგუფებში მონაწილეობა მიიღო 13-მა საჯარო მოხელემ (7 ქალი და 6 კაცი). შეგროვებული რაოდენობრივი და თვისებრივი ინფორმაციის ანალიზი და ინტერპრეტაცია 3 თეორიული მიმართულების მიხედვით განხორციელდა.
შეზღუდული შესაძლელობების მქონე ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ბევრი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, მათ შორის, საქართველოსთვის. საქართველოში ინკლუზიური განათლების განვითარების მიმართულებით რეფორმების გატარება 2005 წლიდან დაიწყო. დღევანდელი მონაცემებით, ინკლუზიური განათლება საჯარო სკოლების 67%-ში ხორციელდება. 2013 წლიდან ინკლუზიური განათლების მხარდაჭერა პროფესიულ სასწავლებლებში დაიწყო. 2013 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ გაეროს შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციის რატიფიკაციამ, რომელიც ძალაში 2014 წელს შევიდა, ხელი შეუწყო ქვეყანაში ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესს.
სოციალური დაცვის სქემები და პროგრამები საქართველოში ღარიბი მოსახლეობის რესურსებით უზრუნველყოფის ძირითადი ინსტრუმენტებია. ამასთან, ისინი მხოლოდ სიღარიბის შედეგების მინიმუმამდე დაყვანისკენაა მიმართული, რაც სიღარიბის შემსუბუქებასა და ბენეფიციართა უკიდურეს სიღარიბეში ჩავარდნის თავიდან აცილებაში გამოიხატება. სოციალური დაცვის პროგრამებისადმი გენდერული თანასწორობის მიდგომას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქალებისა და კაცებისათვის სიღარიბისგან თავის დაცვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად. ამ თემატურ მიმოხილვაში სოციალური დაცვის სისტემის რამდენიმე ასპექტი და საქართველოში ქალთა საჭიროებებზე მათი რეაგირების გზებია წარმოდგენილი.
გენდერული უთანასწორობის ეკონომიკური მხარე ხშირად ქალებისთვის დასაქმების არათანაბარ ხელმისაწვდომობაში ვლინდება. საქართველოში შრომის ბაზარზე ქალებს, კაცებთან შედარებით, ნაკლები შესაძლებლობები აქვთ. ამ გენდერული უთანასწორობის ძირეულ მიზეზს ზრუნვის შრომისა და ოჯახში პასუხისმგებლობების არაპროპორციული განაწილება და ასევე სისტემური უმუშევრობა წარმოადგენს. ეს საკითხები კიდევ უფრო გამწვავდა კოვიდ 19-ის პანდემიის დროს.
ნაშრომი მომზადებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გაეროს ერთობლივი პროექტის „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საქართველოში“ (UN Joint Programme “Transforming Social Protection for Persons with Disabilities in Georgia”) ფარგლებში და „ერთობლივი მდგრადი განვითარების მიზნების ფონდის“ (Joint SDG Fund) მხარდაჭერით. ანგარიშის ავტორია გაეროს ქალთა ორგანიზაციის კონსულტანტი თენგიზ ცეკვავა. საექსპერტო რეცენზია ეკუთვნის დასტინ გილბრეტს. გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს ბავშვთა ფონდი მადლობას უხდიან საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს მონაცემების მოწოდებისა და ანგარიშის მომზადებაში შეტანილი ტექნიკური წვლილისთვის, ასევე - დანიელ მონს, ნანეტ გუდმანსა და გია კაკაჩიას მათი მონაწილეობისა და რჩევებისთვის.
დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორ(ებ)ს და აუცილებელი არ არის, გამოხატავდეს „ერთობლივი მდგრადი განვითარების ფონდის“, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, გაეროს ბავშვთა ფონდის, გაეროს ან რომელიმე მასთან აფილირებული ორგანიზაციის შეხედულებებს.
წინამდებარე სახელმძღვანელო მომზადებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით, პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია ახორციელებს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. სახელმძღვანელოს ავტორები არიან პურნა სენი და ქეთევან შუბაშვილი. წარმოდგენილი ინფორმაცია და მოსაზრებები ეკუთვნით მხოლოდ ავტორებს და შესაძლოა არ ასახავდეს ნოერვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ან/და საჯარო სამსახურის ბიუროს პოზიციებს.
მთელ მსოფლიოში ქალები მინიმუმ ორჯერ და მაქსიმუმ ათჯერ მეტ დროს ატარებენ აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომაში, ვიდრე კაცები. ზრუნვის პასუხისმგებლობების
ასეთი უთანასწორო განაწილება, ინსტიტუციურ და სტრუქტურულ ბარიერებთან ერთად, გენდერულ როლებსა და სტერეოტიპებს უკავშირდება და დასაქმების უთანასწორო შესაძლებლობებამდე და ეკონომიკურ შედეგებამდე მივყავართ, რომლებიც მთელ მსოფლიოში ქალებისა და კაცების სამუშაო ძალაში მონაწილეობაზე, ხელფასებსა და სამუშაოს ხარისხზე აისახება. ბაზისურ ინფრასტრუქტურასა და საჯარო სერვისებზე შეზღუდული წვდომისა და იმის გამო, რომ კაცები ნაკლებად კავდებიან აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომით, განვითარებადი ქვეყნები განსაკუთრებით დიდი გამოწვევის წინაშე დგანან. გარდა იმისა, რომ აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის უთანასწორო გენდერული განაწილება ქალების
ეკონომიკური გაძლიერებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი უფრო აქტიურად და ფართოდ ჩართვის არსებითი ბარიერია, ის მთლიანად საზოგადოების სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის წამყვან დამაბრკოლებელ ფაქტორსაც წარმოადგენს.
ყოველდღიურად, მსოფლიოში, ადამიანები ჯამურად 16 მილიარდ საათს ხარჯავენ აუნაზღაურებელი ზრუნვის საქმიანობებზე - დაწყებული საოჯახო საქმეებიდან, ოჯახის წევრებისა და ახლობლებზე ზრუნვის ჩათვლით. ეს საქმიანობა, რომელიც ოჯახის, საზოგადოებისა და ეკონომიკის კეთილდღეობის საფუძველს წარმოადგენს, უხილავია, არ არის აღიარებელი და დიდწილად ქალებზე მოდის: გლობალურად, ქალები, კაცებთან შედარებით, სამჯერ მეტ დროს ხარჯავენ აუნაზღაურებელ შრომაზე. შედეგად, ქალები განიცდიან დროით სიღარიბეს და ნაკლები დრო აქვთ ანაზღაურებადი სამუშაოსთვის ან კარიერული და პიროვნული განვითარებისთვის. აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის არათანაბარი განაწილება ქალებს და კაცებს შორის კვლავ მნიშვნელოვნად აბრკოლებს მსოფლიოში ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და გენდერულ თანასწორობას, ისევე როგორც ადამიანის, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას.