ლგბტ+ ჯგუფის უფლებრივი მდგომარეობის შეფასება საქართველოში
ანოტაცია
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ლგბტ+ ჯგუფის უფლებრივი მდგომარეობის კუთხით გარკვეული გაუმჯობესება შეინიშნება. წინა წლებისგან განსხვავებით, სახელმწიფომ ასე თუ ისე გააძლიერა თანამშრობლობა არასამთავრობო/სათემო ორგანიზაციებთან, რაც გამოიხატებოდა ლგბტ+ პირთა საჭიროებების ნაწილის ასახვით ქვეყნის სამთავრობო პოლიტიკის დოკუმენტებში, კერძოდ, ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმებში. ცვლილებები განიცადა საკანონმდებლო გარემომაც, რომელმაც კანონის დონეზე ლგბტ+ ჯგუფი შესაბამისი უფლებებით აღჭურვა.
თუმცა ეს ღონისძიებები, მეტწილად, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან დადგენილი ვალდებულებების შესრულებით იყო განპირობებული, მათ შორის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფით, და არა რეალური საჭიროებების გააზრებით შექმნილი პოლიტიკით.
-
წიგნის სათაურილგბტ+ ჯგუფის უფლებრივი მდგომარეობის შეფასება საქართველოში
-
ავტორილიკა ჯალაღანია
-
გამომცმელობასახალხო დამცველი
-
გამოცემის თარიღი2021-04-30
-
გვერდები66
-
გადმოწერები3