ჩვენი გუნდი

გაეცანით ინფორმაციას ჩვენი გუნდის შესახებ

ჩვენი გუნდი

საბჭო

ამჟამად, საბჭოში კვოტა ეკუთვნის ყველა პოლიტიკურ სუბიექტს: 2 პოლიტიკურ ფრაქციისა და 5 პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს, აგრეთვე უფრაქციო პარლამენტის წევრს.

გაიგეთ მეტი
ჩვენი გუნდი

საბჭოს წევრები

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო ფრაქციებთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე.

საბჭოს დებულება

სათაური
სახეობა
თარიღი

საბჭოს სამოქმედო გეგმები

თემატური მოკვლევები

სათაური
სახეობა
თარიღი

ოფიციალური ანგარიშები

სათაური
სახეობა
თარიღი

საინფორმაციო ბიულეტენები

სათაური
სახეობა
თარიღი
Informational Banner for some content

დააჭირეთ გამოწერას და იყავით პირველი, ვინც შეიტყობთ საბჭოს შესახებ

წიგნები და ბროშურები

გადადი ბიბლიოთეკაში

საქართველოში COVID-19-ით გამოწვეული სიტუაციის სწრაფი გენდერული შეფასება - მეორე ტალღა [2021]

ანგარიშში თავმოყრილია 2020 წლის ოქტომბერში ჩატარებული კვლევის ძირითადი მიგნებები COVID-19 პანდემიის ზეგავლენის შესახებ საქართველოში მცხოვრებ ქალებსა და კაცებზე.  

წინამდებარე კვლევის შედეგები შედარებულია 2020 წლის მაისში ჩატარებული მსგავსი გამოკითხვის მიგნებებს.

კვლევა მომზადდა გაეროს სამი სააგენტოს - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ინიციატივით, შვედეთისა და ნორვეგიის მთავრობების ხელშეწყობით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ (CRRC) მიერ.

ძირითადი მიგნებები:

  • დასაქმებული ქალების 20%-მა და დასაქმებული კაცების 15%-მა დაკარგა სამსახური პანდემიის გამო. ყოველი მეხუთე დასაქმებული ამბობს, რომ მათი შემოსავალი შემცირდა.
  • საქართველოს მოსახლეობის 40% აცხადებს, რომ საოჯახო საქმემ იმატა პანდემიის დროს. თუმცა, ქალებისთვის ეს ტვირთი უფრო მეტად გაიზარდა.
  • საქართველოში ქალების 2/3 სრულად პასუხისმგებელია საოჯახო საქმიანობაზე. დასაქმებული ქალების მხოლოდ 26% ამბობს, რომ პანდემიის დროს მათი სამსახურეობრივი დატვირთვა შემცირდა, მაშინ როდესაც კაცებისთვის ეს მონაცემი 36%-ია.
  • საქართველოს მოსახლების 33%, მათ შორის ქალების 38% და კაცების 27%, პანდემიის გამო შემცირებული შემოსავლის კომპენსაციას ჯანმრთელობის ხარჯების შემცირებით ახერხებს.
  • საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი, მათ შორის ქალების 57% და კაცების 40%  ამბობს, რომ მათი ფსიქოლოგიური, ემოციური, ან ფსიქიკური მდგომარეობა გაუარესდა პანდემიის შედეგად.
  • საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი თვლის, რომ ოჯახში ძალადობა გაიზარდა პანდემიის დროს. ქალების 23% და კაცების 17% ამბობს, რომ  განუცდიათ ან სმენიათ ოჯახში ძალადობის მომატებული შემთხვევების შესახებ.
  • ქალების 40% ფლობს ინფორმაციას ფსიქოლოგიური მომსახურების შესახებ და ქალების 32%-მა იცის თავშესაფრისა და კრიზისის ცენტრების შესახებ.

ბავშვზე სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლოატაციის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელება

წინამდებარე დოკუმენტი არის სპეციალური ანგარიში, რომელიც 2020 წლის ივლისიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის, „სახალხო დამცველის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვზე სექსუალური ძალადობის საქმეების მონიტორინგის მიზნით“, ფარგლებში, არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლოატაციის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელების კვლევისა და მონიტორინგის შედეგებს ასახავს.

საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სიტუაციური ანალიზი [2021]

საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სიტუაციური ანალიზი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოს გაეროს შესაბამისი კონვენციის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაში.

დოკუმენტში გაანალიზებულია ვრცელი სამაგიდო კვლევის, ინტერვიუებისა და ფოკუს-ჯგუფების შედეგები, ნაჩვენებია შეზღუდული შესაძლებლობის პოლიტიკისა და პრაქტიკის კრიტიკული ხარვეზები და წარმოდგენილია რეკომენდაციები შესაბამისი პროგრამებისა და ინიციატივების განხორციელებისთვის.

ანგარიში შექმნილია გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების პარტნიორობის მრავალ-პარტნიორული ნდობის ფონდის (UNPRPD MPTF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

კარიერა საჯარო სამსახურში და გენდერული თანასწორობა [2019]

ანგარიშში მოცემულია კვლევის: „კარიერა საჯარო სამსახურში და გენდერული თანასწორობა“ ფარგლებში, ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მკვლევრების მიერ შეგროვებული თვისებრივი და რაოდენობრივი სოციოლოგიური ინფორმაციის ანალიზის შედეგად გაკეთებული ინტერპრეტაციები და თეორიული მიგნებები. აღნიშნული კვლევის მიზანს საჯარო სამსახურში გენდერული უთანასწორობის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს. შესაბამისად, კვლევის მთავარი ამოცანა საჯარო სამსახურში კარიერის დაწყებიდან მიღწეულ პოზიციამდე ქალი და კაცი მენეჯერების მიერ განვლილი გზის შესწავლა და იმ განსხვავებების გამომჟღავნება იყო, რომელიც საჯარო სამსახურებში გენდერულ უთანასწორობას უწყობს ხელს. კვლევის განმავლობაში ინფორმაცია რაოდენობრივი მეთოდოლოგიის, ონლაინ ანკეტირების მეთოდისა და თვისებრივი მეთოდოლოგიის, ფოკუს-ჯგუფისა და სიღრმისეული ინტერვიუს მეთოდების გამოყენებით შეგროვდა. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს დახმარებით რაოდენობრივ ონლაინ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1010-მა საჯარო მოხელემ (676 ქალი და 334 კაცი). სიღრმისეული ინტერვიუ ჩატარდა 26 პირველი და მეორე რანგის საჯარო მოხელესთან (15 ქალი და 11 კაცი). ფოკუს-ჯგუფებში მონაწილეობა მიიღო 13-მა საჯარო მოხელემ (7 ქალი და 6 კაცი). შეგროვებული რაოდენობრივი და თვისებრივი ინფორმაციის ანალიზი და ინტერპრეტაცია 3 თეორიული მიმართულების მიხედვით განხორციელდა.