საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში - საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ
ანოტაცია
საქართველოს სახალხო დამცველის წინამდებარე ანგარიში მომზადებულია საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 163-ე მუხლის შესაბამისად. ანგარიშში წარმოდგენილია 2020 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, მიმოხილულია სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების/წინადადებების შესრულების მდგომარეობა. საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2020 წელს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში მასში გაანალიზებულია ის პრობლემებიც, რომლებიც მანამდე წარმოიშვა და საანგარიშო პერიოდშიც გაგრძელდა.
2020 წელს, პანდემიამ სახალხო დამცველის აპარატი ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. დისტანციურ რეჟიმში მუშაობამ საწყის ეტაპზე არაერთი ლოჯისტიკური და ტექნიკური პრობლემა წარმოქმნა. თუმცა, აპარატმა მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადაში მოახერხა სრულფასოვანი ადაპტაცია და პრაქტიკულად, მნიშვნელოვანი შეფერხების გარეშე განაგრძო საქმიანობა. მათ შორის, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაბამისი სამედიცინო ეკიპირების თანხლებით, გაგრძელდა სისტემატური ვიზიტები დახურულ დაწესებულებებში.
-
წიგნის სათაურისაქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში - საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ
-
გამომცმელობასაქართველოს სახალხო დამცველი
-
გამოცემის თარიღი2020-12-29
-
გვერდები487
-
გადმოწერები2