გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების ეფექტიანობის შეფასება საქართველოში
ანოტაცია
გენდერული თანასწორობის ტრანსფორმაციული მიზნის მიღწევა სახელმწიფოს მიერ კარგად დაგეგმილი, სისტემური და კომპლექსური ღონისძიებების ურთიერთქმედებით არის შესაძლებელი. ქალთა უფლებების დაცვისა და მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სახელმწიფოს ინსტიტუციური მექანიზმები ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ. მათი გამართული მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქალთა უფლებების რეალიზებისთვის საზოგადოებრივი და კერძო ცხოვრების ყველა სფეროში. ამის მისაღწევად, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ეროვნული გენდერული თანასწორობის მექანიზმების სტრუქტურას, რაც გულისხმობს ამ მექანიზმთა შექმნას ხელისუფლების ორგანოების მაღალ სტრუქტურულ საფეხურზე, რესურსებით აღჭურვას და ეფექტინი მუშაობის ხელშეწყობას, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას და მათ შესაძლებლობას, გავლენა მოახდინონ სახელმწიფო ხელისუფლების პოლიტიკის ყველა მიმართულებისა და პროგრამების განვითარება/ჩამოყალიბებაზე.
-
წიგნის სათაურიგენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების ეფექტიანობის შეფასება საქართველოში
-
ავტორილიკა ჯალაღანია, თამარ დეკანოსიძე
-
გამომცმელობასაქართველოს სახალხო დამცველი
-
გამოცემის თარიღი2021-03-31
-
გვერდები50