საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი
საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი
საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES), მის მიერ განხორციელებული სხვადასხვა აქტივობების საშუალებით, 1995 წლიდან მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიული არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების განვითარებას. IFES-ის საქმიანობამ გააუმჯობესა საარჩევნო კანონმდებლობა და ადმინისტრაცია; გააძლიერა სამოქალაქო საზოგადოება და მედია; ხელი შეუწყო პოლიტიკური დაფინანსების სფეროს რეფორმასა და მის შესრულებას; გაიზარდა მოწყვლადი და დაბალი ჩართულობის მქონე ჯგუფების მონაწილეობა, მათ შორის შშმპ და ეთნიკური უმცირესობები; ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული სამოქალაქო განათლების კურსის გავლა შესაძლებელია 22 უნივერსიტეტში; გაიზარდა პროცესების გამჭვირვალობა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა; მოხდა სამოქალაქო და ამომრჩეველთა განათლების კუთხით განხორციელებული პროექტების ფართო სპექტრის მხარდაჭერა; გაიზარდა ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესის სიზუსტე და ნდობის დონე.
IFES 2019 წლიდან ახორციელებს ინოვაციურ პროექტს „საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერა საქართველოში“, რომელიც ფინანსდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ. აღნიშნული პროექტი საზოგადოების ყველა ფენის ჩართულობის და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული ცვლილების ინსტიტუციონალურ დონეზე გაძლიერებას ისახავს მიზნად. IFES-ი სხვადასხვა აქტივობების საშუალებით ხელს უწყობს პროფესიულ ზრდასა და საქართველოს თითოეული მოქალაქის თანასწორ წვდომას