10.11.2022

ვებინარი: კორპორაციული სოციალური ინვესტირება

EVPA გიწვევთ კორპორაციული სოციალური ინვესტირების ვებინარზე 2022 წლის 27 ოქტომბერს, თბილისის დროით 12:00-13:30 საათებში.

ვებინარი: კორპორაციული სოციალური ინვესტირება
4 წუთი წასაკითხად

ვებინარის შესახებ

ონლაინ შეხვედრაზე თქვენ გაეცნობით კორპორაციული სოციალური ინვესტირების კონცეფციას, როგორც სოციალური გავლენის მიღწევის შესაძლებლობას რესურსების სტრატეგიულად გამოყენების გზით.

თუ გაინტერესებთ: რა როლი აქვთ კორპორაციულ ფონდებს, მდგრადობის ჯგუფებს, კორპორაციულ აქსელერატორებსა და გავლენის ფონდებს სოციალური გავლენის ეკოსისტემის გაუმჯობესაბაში, როგორ გახდეთ ცვლილების ინიციატორები არსებული CSR პრაქტიკების მიღმა, მაშინ ეს ვებინარი თქვენთვისაა!

ვის შეუძლია დაესწროს:

  • კორპორაციული სოციალური ინვესტორები (მაგ. კორპორაციული ფონდები, გავლენის ფონდები, გავლენის აქსელერატორები, სოციალური ბიზნესები)
  • კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) პროფესიონალები
  • კორპორაციული ბიზნეს წარმომადგენლები
  • გავლენის ინვესტორები
  • კორპორაციული ფილანტროპიითა და სოციალური ინვესტირების თემებით დაინტერესებული პირები