გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო ყოველწლიურად მადლობით აღნიშნავს გენდერული თანასწორობის მიღწევისა და ქალთა გაძლიერების საქმეში შეტანილ წვლილს.
ამ ინიციატივით საბჭო აღიარებს იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი საქმიანობით ხელს უწყობენ:
- ქალთა გაძლიერებას;
- გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას;
- გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
კონკურსი ტარდება ყოველწლიურად და გამოავლენს საუკეთესო შედეგის მქონე ორ პირს. კანდიდატების შეფასება და გამარჯვებულების გამოვლენა ხდება საბჭოს მიერ დამტკიცებული ამ წესის შესაბამისად.
კანდიდატთა რეგისტრაციისთვის აუცილებელია N1 დანართით დადგენილი სარეგისტრაციო ფორმის შევსება.
ნომინაციაზე კანდიდატების წარდგენა შეუძლია:
- საბჭოს წევრს;
- საბჭოს სამდივნოს;
- სახელმწიფო უწყებებს;
- სამოქალაქო სექტორს;
- მინიმუმ ათი ადამიანისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს.
გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილისთვის შესაძლებელია ნომინირებული იყოს როგორც ქალი, ისე კაცი აქტივისტები/უფლებადამცველები. კანდიდატად ნომინირებული შეიძლება იყოს მხოლოდ ფიზიკური პირი.
იხილეთ წესი: გადმოწერა