USAID
დონორი
USAID
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (United States Agency for International Development ან USAID) — აშშ-ის მთავრობის ორგანიზაცია, რომლის მოვალეობა უმეტესწილად არასამხედრო საერთაშორისო დახმარებაა.
USAID საქართველოში მუშაობს 1992 წლიდან. USAID-ის პროგრამები მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე და დასავლეთზე ორიენტირებულ განვითარებას.
USAID-ის პროგრამები ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, ენერგო უსაფრთხოების გაძლიერებას, კლიმატური ცვლილებების შემცირებას, განათლების სისტემის გაუმჯობესებას, უმცირესობების და ხელმოკლე მოსახლეობის, მათ შორის ეთნიკურ და გეოგრაფიულ საზღვრებთან მცხოვრებ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციას.