გაეროს განვითარების პროგრამა
გაეროს განვითარების პროგრამა
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთ-ერთი უმსხვილესი სააგენტო და განვითარების საკითხებზე მომუშავე წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა. UNDP-ის წარმომადგენლობა საქართველოში 1993 წელს გაიხსნა. მას შემდეგ ორგანიზაცია აქტიურად ეხმარება საქართველოს დემოკრატიული გარდაქმნის სხვადასხვა ეტაპზე და მრავალი წარმატებული ინიციატივისა თუ რეფორმის ხელშემწყობი და უშუალო მონაწილეა.
UNDP-ის საქმიანობა მოიცავს საქართველოს განვითარებისათვის მნიშვნელოვან სფეროებს, როგორიცაა დემოკრატიული მმართველობის რეფორმა, მდგრადი და ყოვლისმომცველი ეკონომიკური ზრდა, გარემოსდაცვითი მმართველობის ჩამოყალიბება, კონფლიქტის მშვიდობიან გარდაქმნა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა.
UNDP-ის საქმიანობა გაეროს პრინციპებს ეფუძნება, რაც მის მიუკერძოებლობასა და ქვეყნის არჩევანის პატივისცემას განაპირობებს. მათი უმთავრესი დანიშნულება განვითარების ხელშეწყობაა, რაც სასიკეთო ცვლილების აქტიურ მხარდაჭერას გულისხმობს. ჩვენი საქმიანობა გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულია, რაც ეროვნული და საერთაშორისო პარტნიორების ნდობას განაპირობებს. ხოლო ფართო საერთაშორისო წარმომადგენლობა შესაძლებლობას გვაძლევს გამოვიყენოთ განვითარებისათვის საჭირო რესურსები, ინფორმაცია და საუკეთესო საერთაშორისო ექსპერტიზა.
აღსანიშნავია, რომ, გენდერული თანასწორობის მიღწევა უმნიშვნელოვანესი გამჭოლი საკითხია, რომელიც გათვალისწინებულია გაეროს განვითარების პროგრამის საქმიანობის ყველა სფეროში.