გენდერული თანასწორობის ციფრული ბიბლიოთეკა

გენდერული თანასწორობის ციფრული ბიბლიოთეკა

თანასწორობა ყველას გვაძლიერებს

ძვირფასო სტუმარო,

რადგან ამ მიმართვას კითხულობ, ესე იგი, ჩვენი ელექტრონული ბიბლიოთეკით დაინტერესდი და, რაც მთავარია, გენდერული თანასწორობის იდეა შენთვისაც მნიშვნელოვანია. 

ამას ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ და მადლობა, რომ შემოგვიერთდი.

პროგრესი და მდგრადი განვითარება გენდერული თანასწორობის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედაც რომ ქალების გაძლიერება და თანასწორობის მიღწევაა.

ამ პრიორიტეტის განხორციელების პროცესში კი პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო, რომელიც ქვეყანაში გენდერის საკითხებზე ერთ-ერთი მთავარი აქტორია,  დიდ სამუშაოს ასრულებს. 

საბჭოს ინიციატივით არა ერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო თუ პროგრამული საკითხი უკვე წარმატებით დაინერგა, თუმცა, ჩვენ იმავე შემართებითა და დიდი ინტერესით ვაგრძელებთ თანამედროვე, პროგრესული იდეების მხარდაჭერასა და განხორციელებას.

ამ ელექტრონული ბიბლიოთეკის მეშვეობით კი თავს მოვუყრით გენდერული თანასწორობის თემაზე არებულ ყველა მნიშვნელოვან კვლევას, დოკუმენტსა და ინფორმაციას, რაც ამ საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის თუ ორგანიზაციებისთვის შექმნის ინფორმატიულ, სანდო და მუდმივად განახლებად ციფრულ ბაზას.

მსურს, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს პარტნიორს  ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნაში შეტანილი წვლილისთვის და გამოვთქვა იმედი, რომ აღნიშნული ინიციატივა თავის წვლილს შეიტანს  არსებითი თანასწორობის მიღწევის საქმეში.

— ნინო წილოსანი, საბჭოს ხელმძღვანელი

ჩვენ შესახებ

გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭო

გენდერულ საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შექმნილია გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო.

  • პარლამენტის მიერ გენდერულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
  • გენდერული თანასწორობის სფეროში;
  • საკანონმდებლო ბაზის შექმნა და განვითარება;
  • შესაბამისი სტრატეგიის განხილვა და დამტკიცება;
  • გენდერული თანასწორობის საკითხებზე საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოთა საქმიანობის კონტროლი;
  • ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის შესახებ;
  • ქალთა გაძლიერების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება.

ამასთანავე, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო სანდო, გამჭვირვალე და კომპეტენტური ორგანოა, რომელიც წამყვან როლს ასრულებს სახელმწიფო გენდერული პოლიტიკის დღის წესრიგის ფორმირებაში, ასევე, გენდერული თანასწორობის კუთხით ქვეყანაში მიღწეული დადებითი ცვლილებების სწორ და ეფექტიან კომუნიკაციაში.

მეტის ნახვა

საბჭოს წევრები

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო ფრაქციებთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე. ამჟამად, საბჭოში კვოტა ეკუთვნის ყველა პოლიტიკურ სუბიექტს: 2 პოლიტიკურ ფრაქციისა და 5 პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს, აგრეთვე უფრაქციო პარლამენტის წევრს.

ბოლო პროექტები

მადლობა შეტანილი წვლილისთვის

გაიგე მეტი

სოფლის განვითარების სააგენტოს ახალი პროგრამა ქალებისთვის

გაიგე მეტი

გენდერული თანასწორობის პლატფორმა

გაიგე მეტი

დღის სიტყვა

ალგორითმი (Algorithm)

ალგორითმი არის ინსტრუქციების ნაკრები ან თანმიმდევრობა, რომელიც გამოიყენება კომპიუტერულ სისტემაში ავტომატური ამოცანის შესასრულებლად ან პრობლემის გადასაჭრელად.

ანბანის ნახვა

არ გამოტოვო სიახლეები

ბლოგის არქივი
ვარდისფერი ლენტი

ვარდისფერი ლენტი

„საავადმყოფოში ვიწექი, ვფიქრობდი ყველა იმ ქალზე, რომლებიც ჩემ გამო კიბოს გამოკვლევებზე მიდიოდნენ, უფრო ნათლად ვაცნობიერებდი ქალის ძალას თეთრ სახლში. არა ჩემი ძალა, არამედ პოზიციის ძალა, ძალა, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ დასახმარებლად“,- ბეტი ფორდის ამ სიტყვებმა უნებურად გასცა პასუხი წინა ბლოგში დასმულ შეკითხვას-“სად გვსურს საკუთარი სიტყვის თქმა ქალებს?”

დონორები და განვითარების პარტნიორები

გენდერული თანასწორობის ციფრული ბიბლიოთეკა შეიქმნა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ინიციატივით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), შვედეთისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელია გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო და შესაძლოა არ ასახავდეს UNDP-ის, IFES-ის, შვედეთისა და USAID-ის მოსაზრებებს.

მეტის ნახვა