ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს სერვისების მიწოდებისას არსებული გამოწვევები კოვიდ-19-ის პანდემიის დროს

ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს სერვისების მიწოდებისას არსებული გამოწვევები კოვიდ-19-ის პანდემიის დროს

ანოტაცია

წინამდებარე კვლევა აფასებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების განწყობას საპატრულო პოლიციის და გადაუდებელი დახმარების ცხელი ხაზის, 112-ის მიერ გაწეული სერვისების ეფექტურობას და კოვიდ-19-ის გავრცელების შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებს. კვლევა ჩატარდა 2020 წლის მარტი-ივნისის პერიოდში.

კვლევაში გამოყენებულია რაოდენობრივი გამოკითხვის მეთოდი, რომელსაც საფუძვლად დაედო  ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 103 ქალის სატელეფონო ინტერვიუ თბილისსა და რეგიონებიდან. კვლევის თვისებრივი ნაწილი ეფუძნება ფოკუს ჯგუფების შედეგებს, რომლებშიც მონაწილეობდა ათი იურისტი და ათი პოლიციელი, და თხუთმეტი სიღრმისეული ინტერვიუს მონაცემებს არასამთავრობო ორგანიზაციების (საფარი, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია) ბენეფიციარებთან.

ძირითადი მიგნებები:

  • გამოკითხულთა 56 პროცენტი ამბობს, რომ არ დაურეკავს 112-ში ძალადობის შემთხვევის შემდეგ, რაც მათი აზრით განპირობებული იყო უნდობლობით (35 პროცენტი), ინფორმაციის ნაკლებობით (30 პროცენტი) და ხანგრძლივი ლოდინის დროით (18 პროცენტი).
  • რესპონდენტთა 27 პროცენტი აღნიშნავს, რომ რჩევისა და დახმარებისთვის მათ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართეს, ხოლო 10 პროცენტმა პირდაპირ პოლიციაში დარეკვა ამჯობინა.
  • გამოკითხულთა 71 პროცენტი, ვინც დახმარებისთვის 112-ში დარეკა, უკმაყოფილოა 112-ის მიერ გაწეული სერვისით.
  • ძალადობის შემთხვევის შემდეგ დახმარებისთვის საპატრულო პოლიციას მიმართეს აღნიშნავენ, რომ ადგილზე მოსასვლელად პოლიციას 10-15 წუთი (42 პროცენტი) ან მეტი (59 პროცენტი) დასჭირდა.
  • შემაკავებელი ორდერი გაიცა დაფიქსირებული შემთხვევების 85 პროცენტში მსხვერპლთა თანხმობით.
  • რესპონდენტების 51 პროცენტი თვლის, რომ კოვიდის გამო დაწესებულმა რეგულაციებმა და შეზღუდვებმა ნეგატიური გავლენა იქონიეს პოლიციის მუშაობაზე. დროის ნაკლებობა, ადამიანური რესურსები და ტრანსპორტირების საშუალებები მთავარ გამოწვევებად დასახელდა.
  • გამოკითხულთა 88 პროცენტი დარწმუნებულია, რომ პოლიცია არ უზრუნველყოფს ონლაინ საგამოძიებო მომსახურებას.

კვლევა მომზადებულია ორგანიზაციის „საფარი“ მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის ხელშეწყობით.

  • წიგნის სათაური
    ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს სერვისების მიწოდებისას არსებული გამოწვევები კოვიდ-19-ის პანდემიის დროს
  • გამოცემის თარიღი
    2021-03-29
  • გვერდები
    6
  • გადმოწერები
    1

იხილეთ ამავე თემაზე

გადადი ბიბლიოთეკაში

ქალების გაძლიერების ათწლეული

დოკუმენტი წარმოადგენს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ანგარიშს ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში გენდერული თანასწორობის მიმართულებით ქვეყნის მიერ ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ. დოკუმენტი მომზადდა სსიპ პარლამენტის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით. მისი მიზანია, უზრუნველყოს ინსტიტუციური მეხსიერების განვითარება გენდერული თანასწო- რობის, ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობის გაძლიერების, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ცნობი- ერების ამაღლებისა თუ გენდერული მეინსტრიმინგის მექანიზმების შესახებ.

გენდერული თანასწორობის შეფასება საქართველოში - საერთაშორისო ინდექსების და რეიტინგების მიხედვით

წინამდებარე პუბლიკაცია გამოცემულია გაეროს ერთობლივი პროექტის “გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში” ფარგლებში. პროექტი, რომელიც 2006-11 წლებში განხორციელდა, წარმოადგენდა საქართველოში მოქმედი გაეროს სააგენტოების - გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს ქალთა ფონდის (UN Women), გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) და საქართველოში გაეროს მუდმივი და ჰუმანიტარული კოორდინატორის ოფისის (UN RC Office) პირველ ერთობლივ ინიციატივას. აღნიშნული ინიციატივის განმახორციელებელი სააგენტო იყო გაეროს მოსახლეობის ფონდი, რომელმაც უზრუნველყო კოორდინაცია და პროგრამული და ფინანსური მართვა.