![საქართველოში COVID-19-ით გამოწვეული სიტუაციის სწრაფი გენდერული შეფასება - მეორე ტალღა [2021]](http://genderequality.ge/storage/images/undp_ge_dg_covid_gender_assessment_banner_vert_geo.jpg)
საქართველოში COVID-19-ით გამოწვეული სიტუაციის სწრაფი გენდერული შეფასება - მეორე ტალღა [2021]
ანოტაცია
ანგარიშში თავმოყრილია 2020 წლის ოქტომბერში ჩატარებული კვლევის ძირითადი მიგნებები COVID-19 პანდემიის ზეგავლენის შესახებ საქართველოში მცხოვრებ ქალებსა და კაცებზე.
წინამდებარე კვლევის შედეგები შედარებულია 2020 წლის მაისში ჩატარებული მსგავსი გამოკითხვის მიგნებებს.
კვლევა მომზადდა გაეროს სამი სააგენტოს - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ინიციატივით, შვედეთისა და ნორვეგიის მთავრობების ხელშეწყობით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ (CRRC) მიერ.
ძირითადი მიგნებები:
- დასაქმებული ქალების 20%-მა და დასაქმებული კაცების 15%-მა დაკარგა სამსახური პანდემიის გამო. ყოველი მეხუთე დასაქმებული ამბობს, რომ მათი შემოსავალი შემცირდა.
- საქართველოს მოსახლეობის 40% აცხადებს, რომ საოჯახო საქმემ იმატა პანდემიის დროს. თუმცა, ქალებისთვის ეს ტვირთი უფრო მეტად გაიზარდა.
- საქართველოში ქალების 2/3 სრულად პასუხისმგებელია საოჯახო საქმიანობაზე. დასაქმებული ქალების მხოლოდ 26% ამბობს, რომ პანდემიის დროს მათი სამსახურეობრივი დატვირთვა შემცირდა, მაშინ როდესაც კაცებისთვის ეს მონაცემი 36%-ია.
- საქართველოს მოსახლების 33%, მათ შორის ქალების 38% და კაცების 27%, პანდემიის გამო შემცირებული შემოსავლის კომპენსაციას ჯანმრთელობის ხარჯების შემცირებით ახერხებს.
- საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი, მათ შორის ქალების 57% და კაცების 40% ამბობს, რომ მათი ფსიქოლოგიური, ემოციური, ან ფსიქიკური მდგომარეობა გაუარესდა პანდემიის შედეგად.
- საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი თვლის, რომ ოჯახში ძალადობა გაიზარდა პანდემიის დროს. ქალების 23% და კაცების 17% ამბობს, რომ განუცდიათ ან სმენიათ ოჯახში ძალადობის მომატებული შემთხვევების შესახებ.
- ქალების 40% ფლობს ინფორმაციას ფსიქოლოგიური მომსახურების შესახებ და ქალების 32%-მა იცის თავშესაფრისა და კრიზისის ცენტრების შესახებ.
-
წიგნის სათაურისაქართველოში COVID-19-ით გამოწვეული სიტუაციის სწრაფი გენდერული შეფასება - მეორე ტალღა [2021]
-
გამოცემის თარიღი2021-03-08
-
გვერდები70
-
გადმოწერები7