![შრომის ბაზრის სეგმენტაცია და არაფორმალური შრომა კრიზისის დროს [2020]](http://genderequality.ge/storage/images/undp_ge_dg_labor-market-segmentation_EMC_report-2020_geo-1.jpg)
შრომის ბაზრის სეგმენტაცია და არაფორმალური შრომა კრიზისის დროს [2020]
ანოტაცია
წინამდებარე ანალიტიკურ ნაშრომში შეფასებულია საქართველოში არსებული ფორმალური და არაფორმალური დასაქმების სექტორების სპეციფიკა და მათზე პანდემიით გამოწვეული კრიზისის შესაძლო შედეგები.
ძირითადი მიგნებები:
- პანდემიით გამოწვეული კრიზისის შედეგად საქართველოში გაიზრდება როგორც უმუშევრობის დონე, ისე არაფორმალურ და ფორმალურ დასაქმებას შორის არსებული სეგმენტაცია.
- ქალებზე და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაზე დასაქმების კრიზისი განსაკუთრებით მძიმედ აისახება.
- ეკონომიკის სექტორებიდან განსაკუთრებით დაზარალდება გადამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ტრანსპორტირება-დასაწყობება, განთავსება და საკვების მიწოდება (სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურება).
დოკუმენტი მომზადდა 2020 წლის ივნისსა და ივლისში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ ნორვეგიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.
-
წიგნის სათაურიშრომის ბაზრის სეგმენტაცია და არაფორმალური შრომა კრიზისის დროს [2020]
-
ავტორითამუნა ქებურია
-
გამომცმელობაადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი EMC
-
გამოცემის თარიღი2020-12-18
-
გვერდები24
-
გადმოწერები12