ჩვენი გუნდი

გაეცანით ინფორმაციას ჩვენი გუნდის შესახებ

ჩვენი გუნდი

საბჭო

ამჟამად, საბჭოში კვოტა ეკუთვნის ყველა პოლიტიკურ სუბიექტს: 2 პოლიტიკურ ფრაქციისა და 5 პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს, აგრეთვე უფრაქციო პარლამენტის წევრს.

გაიგეთ მეტი
ჩვენი გუნდი

საბჭოს წევრები

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო ფრაქციებთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე.

საინფორმაციო ბიულეტენები

სათაური
სახეობა
თარიღი
Informational Banner for some content

დააჭირეთ გამოწერას და იყავით პირველი, ვინც შეიტყობთ საბჭოს შესახებ

წიგნები და ბროშურები

გადადი ბიბლიოთეკაში

გენდერული თანასწორობა საქართველოში: ბარიერები და რეკომენდაციები [2021]

წინამდებარე ანგარიში კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის როგორც საქართველოს პარლამენტს, ისე საზოგადოებას, გენდერული თანასწორობისა სფეროში არსებული საკანონმდებლო ხარვეზების შესახებ. 

მასში მიმოხილულია 2017-2021 წლებში მიღებული კანონები და პოლიტიკის დოკუმენტები, რომელთა მიზანია ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური მონაწილეობის ხელშეწყობა, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოფხვრა და ქალთა უფლებების დაცვა როგორც  შრომის ბაზარზე, ისე ჯანდაცვის, საჯარო რეგისტრაციისა და სხვა სფეროებში. ანგარიშის მიგნებები ხელს შეუწყობს გენდერულად სენსიტიური პოლიტიკის შემუშავებას და არსებული ხარვეზების გამოსწორებას. 

ანგარიშის მომზადდა საქართველოს პარლამენტის მიერ საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით. მათ შორისაა გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში; ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI); დიდი ბრიტანეთის მთავრობა; და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მეშვეობით.

დოკუმენტი ეყრდნობა 2018 წელს ჩატარებულ ანალოგიურ კვლევას, რომელშიც შეფასებულია საქართველოს კანონმდებლობისა და პოლიტიკის შესაბამისობა გენდერული თანასწორობის პრინციპებთან და მოყვანილია რეკომენდაციები გასატარებელი რეფორმების თაობაზე.

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში - საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველის წინამდებარე ანგარიში მომზადებულია საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 163-ე მუხლის შესაბამისად. ანგარიშში წარმოდგენილია 2020 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, მიმოხილულია სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების/წინადადებების შესრულების მდგომარეობა. საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2020 წელს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში მასში გაანალიზებულია ის პრობლემებიც, რომლებიც მანამდე წარმოიშვა და საანგარიშო პერიოდშიც გაგრძელდა.

2020 წელს, პანდემიამ სახალხო დამცველის აპარატი ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. დისტანციურ რეჟიმში მუშაობამ საწყის ეტაპზე არაერთი ლოჯისტიკური და ტექნიკური პრობლემა წარმოქმნა. თუმცა, აპარატმა მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადაში მოახერხა სრულფასოვანი ადაპტაცია და პრაქტიკულად, მნიშვნელოვანი შეფერხების გარეშე განაგრძო საქმიანობა. მათ შორის, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაბამისი სამედიცინო ეკიპირების თანხლებით, გაგრძელდა სისტემატური ვიზიტები დახურულ დაწესებულებებში.

ლგბტ+ ჯგუფის უფლებრივი მდგომარეობის შეფასება საქართველოში

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ლგბტ+ ჯგუფის უფლებრივი მდგომარეობის კუთხით გარკვეული გაუმჯობესება შეინიშნება. წინა წლებისგან განსხვავებით, სახელმწიფომ ასე თუ ისე გააძლიერა თანამშრობლობა არასამთავრობო/სათემო ორგანიზაციებთან, რაც გამოიხატებოდა ლგბტ+ პირთა საჭიროებების ნაწილის ასახვით ქვეყნის სამთავრობო პოლიტიკის დოკუმენტებში, კერძოდ, ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმებში. ცვლილებები განიცადა საკანონმდებლო გარემომაც, რომელმაც კანონის დონეზე ლგბტ+ ჯგუფი შესაბამისი უფლებებით აღჭურვა.
თუმცა ეს ღონისძიებები, მეტწილად, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან დადგენილი ვალდებულებების შესრულებით იყო განპირობებული, მათ შორის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფით, და არა რეალური საჭიროებების გააზრებით შექმნილი პოლიტიკით.

სახალხო დამცველი - ქალები და მობილობა

თავისუფალი გადაადგილება ეკონომიკური განვითარების, კეთილდღეობის და სერვისებზე წვდომის მთავარი წინაპირობაა. ყოველდღიური გადაადგილების საჭიროებები, გადაადგილების საშუალებების არჩევანი, ტრანსპორტის გამოყენების სიხშირე და მიზნობრიობა1 განსხვავებული გენდერული იდენტობების მქონე ადამიანებისათვის სხვადასხვაა.

პატრიარქალურ საზოგადოებაში მობილობა, გადაადგილება და საჯარო სივრცეებზე წვდომა - უმეტესწილად კაცების პრივილეგიაა. გენდერული ძალადობის და უთანასწორობის ერთ-ერთი გამოვლინება მობილობის საშუალებებზე წვდომის არქონა ან/და თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვაა. გადაადგილების თავისებურებები, თავის მხრივ, განაპირობებს საჯარო სივრცეებზე წვდომის განსხვავებულ მაჩვენებელს, კვლავ აწარმოებს გენდერულ როლებს და სტრუქტურულ ბარიერებს.