ჩვენი გუნდი

გაეცანით ინფორმაციას ჩვენი გუნდის შესახებ

ჩვენი გუნდი

საბჭო

ამჟამად, საბჭოში კვოტა ეკუთვნის ყველა პოლიტიკურ სუბიექტს: 2 პოლიტიკურ ფრაქციისა და 5 პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს, აგრეთვე უფრაქციო პარლამენტის წევრს.

გაიგეთ მეტი
ჩვენი გუნდი

საბჭოს წევრები

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო ფრაქციებთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე.

თემატური მოკვლევები

სათაური
სახეობა
თარიღი

საინფორმაციო ბიულეტენები

სათაური
სახეობა
თარიღი
Informational Banner for some content

დააჭირეთ გამოწერას და იყავით პირველი, ვინც შეიტყობთ საბჭოს შესახებ

წიგნები და ბროშურები

გადადი ბიბლიოთეკაში

გენდერული თანასწორობის შეფასება საქართველოში - საერთაშორისო ინდექსების და რეიტინგების მიხედვით

წინამდებარე პუბლიკაცია გამოცემულია გაეროს ერთობლივი პროექტის “გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში” ფარგლებში. პროექტი, რომელიც 2006-11 წლებში განხორციელდა, წარმოადგენდა საქართველოში მოქმედი გაეროს სააგენტოების - გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს ქალთა ფონდის (UN Women), გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) და საქართველოში გაეროს მუდმივი და ჰუმანიტარული კოორდინატორის ოფისის (UN RC Office) პირველ ერთობლივ ინიციატივას. აღნიშნული ინიციატივის განმახორციელებელი სააგენტო იყო გაეროს მოსახლეობის ფონდი, რომელმაც უზრუნველყო კოორდინაცია და პროგრამული და ფინანსური მართვა.

საქართველოში COVID-19-ით გამოწვეული სიტუაციის სწრაფი გენდერული შეფასება - მეორე ტალღა [2021]

ანგარიშში თავმოყრილია 2020 წლის ოქტომბერში ჩატარებული კვლევის ძირითადი მიგნებები COVID-19 პანდემიის ზეგავლენის შესახებ საქართველოში მცხოვრებ ქალებსა და კაცებზე.  

წინამდებარე კვლევის შედეგები შედარებულია 2020 წლის მაისში ჩატარებული მსგავსი გამოკითხვის მიგნებებს.

კვლევა მომზადდა გაეროს სამი სააგენტოს - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ინიციატივით, შვედეთისა და ნორვეგიის მთავრობების ხელშეწყობით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ (CRRC) მიერ.

ძირითადი მიგნებები:

  • დასაქმებული ქალების 20%-მა და დასაქმებული კაცების 15%-მა დაკარგა სამსახური პანდემიის გამო. ყოველი მეხუთე დასაქმებული ამბობს, რომ მათი შემოსავალი შემცირდა.
  • საქართველოს მოსახლეობის 40% აცხადებს, რომ საოჯახო საქმემ იმატა პანდემიის დროს. თუმცა, ქალებისთვის ეს ტვირთი უფრო მეტად გაიზარდა.
  • საქართველოში ქალების 2/3 სრულად პასუხისმგებელია საოჯახო საქმიანობაზე. დასაქმებული ქალების მხოლოდ 26% ამბობს, რომ პანდემიის დროს მათი სამსახურეობრივი დატვირთვა შემცირდა, მაშინ როდესაც კაცებისთვის ეს მონაცემი 36%-ია.
  • საქართველოს მოსახლების 33%, მათ შორის ქალების 38% და კაცების 27%, პანდემიის გამო შემცირებული შემოსავლის კომპენსაციას ჯანმრთელობის ხარჯების შემცირებით ახერხებს.
  • საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი, მათ შორის ქალების 57% და კაცების 40%  ამბობს, რომ მათი ფსიქოლოგიური, ემოციური, ან ფსიქიკური მდგომარეობა გაუარესდა პანდემიის შედეგად.
  • საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი თვლის, რომ ოჯახში ძალადობა გაიზარდა პანდემიის დროს. ქალების 23% და კაცების 17% ამბობს, რომ  განუცდიათ ან სმენიათ ოჯახში ძალადობის მომატებული შემთხვევების შესახებ.
  • ქალების 40% ფლობს ინფორმაციას ფსიქოლოგიური მომსახურების შესახებ და ქალების 32%-მა იცის თავშესაფრისა და კრიზისის ცენტრების შესახებ.

ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკა ქვემო ქართლში: განწყობების კვლევა

საქართველოში ბავშვთა და ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხი ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ამგვარი პრაქტიკის ფართოდ გავრცელების მიუხედავად, საზოგადოების აღქმაში, ის, ხშირად, სტერეოტიპულად უკავშირდება ქვემო ქართლის რეგიონს და საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების თემებს.

უნდა ითქვას, რომ როგორც მთელ საქართველოში, ისე საქართველოს აზერბაიჯანულ თემშიც, ადრეულ ასაკში ქორწინების მავნე პრაქტიკას მრავალი მიზეზი და სიღრმისეული საფუძველი აქვს. თუმცა მეინსტრიმული ნარატივი არადომინანტურ ეთნიკურ და რელიგიურ თემში არსებულ ამ პრაქტიკას ხშირად ამ ჯგუფების ტრადიციით, კულტურით, „ჩამორჩენილობით“, ან/და რელიგიური პრაქტიკებით ხსნის. სინამდვილეში კი, ამგვარი პრაქტიკების სიღრმისეული საფუძველი, შესაძლოა იყოს ისეთი საკითხები, როგორიცაა სისტემური დისკრიმინაცია, არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი ქალების „რასიალიზება“, რეგიონებში არსებული სოციალურ- ეკონომიკური გამოწვევები და სიღარიბე, სახელმწიფო უწყებების მიერ მოქალაქეების დაცვის და მათზე ზრუნვის სუსტი პრაქტიკები და პოლიტიკური დღის წესრიგში ამ საკითხების აუსახველობა.

გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების ეფექტიანობის შეფასება საქართველოში

გენდერული თანასწორობის ტრანსფორმაციული მიზნის მიღწევა სახელმწიფოს მიერ კარგად დაგეგმილი, სისტემური და კომპლექსური ღონისძიებების ურთიერთქმედებით არის შესაძლებელი. ქალთა უფლებების დაცვისა და მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სახელმწიფოს ინსტიტუციური მექანიზმები ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ. მათი გამართული მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქალთა უფლებების რეალიზებისთვის საზოგადოებრივი და კერძო ცხოვრების ყველა სფეროში. ამის მისაღწევად, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ეროვნული გენდერული თანასწორობის მექანიზმების სტრუქტურას, რაც გულისხმობს ამ მექანიზმთა შექმნას ხელისუფლების ორგანოების მაღალ სტრუქტურულ საფეხურზე, რესურსებით აღჭურვას და ეფექტინი მუშაობის ხელშეწყობას, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას და მათ შესაძლებლობას, გავლენა მოახდინონ სახელმწიფო ხელისუფლების პოლიტიკის ყველა მიმართულებისა და პროგრამების განვითარება/ჩამოყალიბებაზე.