კარიერა საჯარო სამსახურში და გენდერული თანასწორობა [2019]
ანოტაცია
ანგარიშში მოცემულია კვლევის: „კარიერა საჯარო სამსახურში და გენდერული თანასწორობა“ ფარგლებში, ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მკვლევრების მიერ შეგროვებული თვისებრივი და რაოდენობრივი სოციოლოგიური ინფორმაციის ანალიზის შედეგად გაკეთებული ინტერპრეტაციები და თეორიული მიგნებები. აღნიშნული კვლევის მიზანს საჯარო სამსახურში გენდერული უთანასწორობის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს. შესაბამისად, კვლევის მთავარი ამოცანა საჯარო სამსახურში კარიერის დაწყებიდან მიღწეულ პოზიციამდე ქალი და კაცი მენეჯერების მიერ განვლილი გზის შესწავლა და იმ განსხვავებების გამომჟღავნება იყო, რომელიც საჯარო სამსახურებში გენდერულ უთანასწორობას უწყობს ხელს. კვლევის განმავლობაში ინფორმაცია რაოდენობრივი მეთოდოლოგიის, ონლაინ ანკეტირების მეთოდისა და თვისებრივი მეთოდოლოგიის, ფოკუს-ჯგუფისა და სიღრმისეული ინტერვიუს მეთოდების გამოყენებით შეგროვდა. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს დახმარებით რაოდენობრივ ონლაინ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1010-მა საჯარო მოხელემ (676 ქალი და 334 კაცი). სიღრმისეული ინტერვიუ ჩატარდა 26 პირველი და მეორე რანგის საჯარო მოხელესთან (15 ქალი და 11 კაცი). ფოკუს-ჯგუფებში მონაწილეობა მიიღო 13-მა საჯარო მოხელემ (7 ქალი და 6 კაცი). შეგროვებული რაოდენობრივი და თვისებრივი ინფორმაციის ანალიზი და ინტერპრეტაცია 3 თეორიული მიმართულების მიხედვით განხორციელდა.
-
წიგნის სათაურიკარიერა საჯარო სამსახურში და გენდერული თანასწორობა [2019]
-
ავტორიგიორგი ურჩუხიშვილი, გოგა თუშურაშვილი, მარიამ მაისურაძე
-
გამოცემის თარიღი2020-03-09
-
გვერდები60
-
გადმოწერები24