ჩვენი გუნდი

გაეცანით ინფორმაციას ჩვენი გუნდის შესახებ

ჩვენი გუნდი

საბჭო

ამჟამად, საბჭოში კვოტა ეკუთვნის ყველა პოლიტიკურ სუბიექტს: 2 პოლიტიკურ ფრაქციისა და 5 პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს, აგრეთვე უფრაქციო პარლამენტის წევრს.

გაიგეთ მეტი
ჩვენი გუნდი

საბჭოს წევრები

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო ფრაქციებთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე.

საინფორმაციო ბიულეტენები

სათაური
სახეობა
თარიღი
Informational Banner for some content

დააჭირეთ გამოწერას და იყავით პირველი, ვინც შეიტყობთ საბჭოს შესახებ

წიგნები და ბროშურები

გადადი ბიბლიოთეკაში

ქალები და სოციალური დაცვა საქართველოში

სოციალური დაცვის სქემები და პროგრამები საქართველოში ღარიბი მოსახლეობის რესურსებით უზრუნველყოფის ძირითადი ინსტრუმენტებია. ამასთან, ისინი მხოლოდ სიღარიბის შედეგების მინიმუმამდე დაყვანისკენაა მიმართული, რაც სიღარიბის შემსუბუქებასა და ბენეფიციართა უკიდურეს სიღარიბეში ჩავარდნის თავიდან აცილებაში გამოიხატება. სოციალური დაცვის პროგრამებისადმი გენდერული თანასწორობის მიდგომას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქალებისა და კაცებისათვის სიღარიბისგან თავის დაცვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად. ამ თემატურ მიმოხილვაში სოციალური დაცვის სისტემის რამდენიმე ასპექტი და საქართველოში ქალთა საჭიროებებზე მათი რეაგირების გზებია წარმოდგენილი.

 

საზოგადოებრივი მომსახურებებით საქართველოს მოსახლეობის კმაყოფილების კვლევა

წინამდებარე პუბლიკაცია წარმოადგენს მოქალაქეთა კმაყოფილების კვლევას საქართველოში მუნიციპალიტეტების მიერ მიწოდებული სერვისებით. დოკუმენტი ერთერთია იმ ხუთი რაუნდის კვლევებიდან, რომლებიც  გაეროს განვითარების პროგრამის/UNDP დაკვეთით 2013-2021 წლებში ჩატარდა და კვლევის მეხუთე რაუნდის შედეგებს მოიცავს.

გამოკითხვის შედეგები წარმოდგენილია თემატურად და შეეხება ისეთ სერვიცებს, როგორებიცაა განათლება, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები, რეკრეაცია, კომუნალური და საგზაო ინფრასტრუქტურა, მუნიციპალიტეტების საქმიანობის ზოგადი შეფასება და ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა.

კვლევა მომზადებულია გაეროს განვითრების პროგრამის/UNDP, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს/SDC, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა/ADC და საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით.