ზრუნვის ეკონომიკა
ზრუნვის ეკონომიკა მოიცვას ზრუნვის მიმღებსა და გამცემზე (მზრუნველი) ფინანსური რესურსის, სერვისებისა და დროის გადანაწილებას ისე, რომ დაცული იყოს როგორც ზრუნვის მიმღების, ასევე ზრუნვის გამცემის ადამიანის უფლებები, ღირსება და კეთილდღეობა. ერთი მხრივ, აღნიშული პოლიტიკა პირდაპირ დაკავშირებულია ზრუნვის სერვისების განხორციელებასთან, ამ სერვისების ხელმისაწვდომობასა და ხარისხთან, ზრუნვის გამცემთა/მზრუნველთა ანაზრაურებასა და ისეთ დამხმარე სიკეთეებზე წვდომასთან, როგორიცაა ტრანსპორტირება, წყალი და სანიტარია, ენერგეტიკა. მეორე მხრივ, კი, აღნიშნული პოლიტიკა დაკავშირებულია შრომითი უფლებების რეგულირებასთან, რაც, პირველ რიგში, მოიცავს დედათა და ბავშვთა ინტერესების დაცვას, მშობლის შვებულებასა და სამუშაო საათების რეგულირებას. შესაბამისად, ზრუნვის პოლიტიკა თავის თავში აერთიანებს როგორც ჯანმრთელობის დაცვის, ისე განათლების, შრომისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის ცალკეულ კომპონენტებს.