ლექსიკონი

ხილული და უხილავი ბარიერები

როგორც კერძო, ისე საჯარო სფეროებში ქალები მრავალ ბარიერს აწყდებიან, როგორიცაა მიწაზე, კაპიტალზე, ფინანსურ რესურსებზე და ტექნოლოგიაზე ხელმისაწვდომობა, ასევე გენდერული ნიშნით ძალადობა. ხილულ ბარიერებთან ერთად ქალებს ისეთ დამოკიდებულებებსა და ფუძემდებლურ ტრადიციულ დაშვებებთანაც უწევთ გამკლავება, რომლებიც ხელს უშლის ქალთა გაძლიერებას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ სრულფასოვან მონაწილეობას.