ლექსიკონი

ძალადობა გენდერული ნიშნით

გენდერული ძალადობა არის ზიანის მომტანი ქმედება, რომელიც ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიმართ მათი სქესის ნიშნით ხორციელდება. ის სათავეს გენდერული უთანასწორობიდან, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და სახიფათო ნორმებიდან იღებს. აღნიშნული ტერმინი ძირითადად იმ ფაქტის ხაზგასასმელად გამოიყენება, რომ სტრუქტურული და გენდერული ნიშნით განპირობებული ძალაუფლებრივი განსხვავებები ქალებსა და გოგოებს სხვადასხვა სახის ძალადობის რისკის ქვეშ აყენებს. გენდერულ ძალადობას ქალები და გოგოები უფრო მეტად განიცდიან ხოლმე, თუმცა, მისი სამიზნე კაცები და ბიჭებიც შეიძლება გახდნენ.