ბეიჯინგის დეკლარაცია და მოქმედებათა პლატფორმა
ბეიჯინგის დეკლარაცია და სამოქმედო პლატფორმა 1995 წელს ქალთა საკითხებზე გამართულ მეოთხე მსოფლიო კონფერენციაზე მიღებული მთავარი დოკუმენტია, რომელიც გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოს ეხება. ბეიჯინგის მოქმედებათა პლატფორმა აღწერს ქალთა მდგომარეობას გლობალურად და გამოკვეთს ზრუნვის 12 კრიტიკულ სფეროს (სიღარიბე; განათლება; ჯანდაცვა; ძალადობა ქალების წინააღმდეგ; შეიარაღებული კონფლიქტები; ეკონომიკა; ძალაუფლება და გადაწყვეტილების მიღების დონეები; ინსტიტუციური მექანიზმები; ადამიანის უფლებები; მედია; გარემოსდაცვა; გოგოების უფლებები), სადაც საჭიროა მუშაობა გენდერული თანასწორობის მისაღწევად. ბეიჯინგის დეკლარაცია და მისი სამოქმედო პლატფორმა გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის ცვლილებებს განსაზღვრავს და წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაში.